Pages

Thursday, May 7, 2015

ტრენინგი: გლობალური დათბობა

                                                    გლობალური დათბობა 

 2015 წლის 6 მაისს,  ქუთაისის N15 საჯარო სკოლის 9 კლასის მოსწავლეებმა: გურამ გვალიამ და დავით კაკაბაძემ ჩაატარეს ტრენინგი. პროექტის სახელწოდება:  გლობარული დათბობა .



 ტრენინგს ესწრებოდა სამოქალაქო  და დებატ კლუბის  წევრები.ბავშვებმა  განიხილეს აღნიშნული თემა და  უფრო უკეთ გაიგეს თუ რა არის გლობალური დათბობა და როგორ შეიძლება მასთან ბრძოლა. გაიგეს თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს გლობალურ დათბობას.



 ზოგადა, გლობალური დათბობა არის დედამიწის ატმოსფეროს  მიწისპირა ფენის და მსოფლიო ოკეანის  საშუალო წლიური ტემპერატურის სწრაფი ზრდის პროცესი.ტმოსფეროს საშუალო ტემპერატირუს ზრდა გამოიწვევს ზღვის დონის აწევას. გაიზრდება კატასტროფილიკლიმატური  მოვლენების სიხშირე და სიმძლავრე, შეიცვლება ნალექების რაოდენობა და განაწილება. შეიცვლება აგრეთვე სოფლის მეურნეობის მოსავლიანობა, შემცირდება მყინვარები, გადაშენდება ცოცხალი ორგანიზმების ზოგიერთი სახეობები, გაიზრდება დაავადებათა რიცხვი.


მკვლევართა მონაცემებით, ამჟამად გლობალური დათბობის გამო მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 300 ათასი ადამიანი იღუპება. ამას გარდა ცვალებადი კლიმატი გავლენას ახდენს განვითარებული ქვეყნების სოფლის მეურნეობაზეც, რასაც შიმშილობამდე მივყავართ.


  ტრენინგის შემდეგ ბავშვებს დავურიგეთ ბუკლეტები, სახელწოდებით:,,გავუფრთხილდეთ დედამიწას! „