Pages

Saturday, October 11, 2014

                სასწავლო–საგანმანათლებლო პროექტების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა


 ახალი სასწავლო წლის დაწყებას დაეთმო შეხვედრა, რომელიც გამართა  სასწავლო–საგანმანათლებლო პროექტების სამუშაო ჯგუფმა. დაიგეგმა ორი პროექტის გაგრძელება: ,,წიგნი სიყვარულია"http://debatklubigirseba.blogspot.com/2014/02/140214_15.html  და ,,წარსულის გაცოცხლება" http://warsulisgacocxleba.blogspot.com/ .შემუშავდა სამოქმედო გეგმა, და კალენდარი. თანამშრომლობისთვის შერჩეულ იქნა სხვადასხვა სკოლები. პირველ ეტაპზე განხორციელდება პროექტი ,,წიგნი სიყვარულია". 



























სამოქალაქო კლუბის ,,მომავალი ჩვენია" და დებატ–კლუბ ,,ღირსება" პირველი შეხვედრა

2014–2015 სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად მუშაობა დაიწყო ქ.ქუთაისის N15 საჯარო სკოლის კლუბებმა  ,,მომავალი ჩვენია" და  ,,ღირსება". კლუბის მეურვემ –ნათია კალანდაძემ  მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს, მშობლებს, პარტნიორ ორგანიზაციას ქუთაისში–განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრს, პარტნიორ სკოლებს– წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის N1 საჯარო და თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლებს ქ.ქუთაისის N15  სკოლის სახელით იმ გულმოდგინე და ერთგული შრომისათვის, რაც მათ გასწიეს გასულ სასწავლო წელს. ორივე კლუბის მუშაობით, სასწავლო–საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებით სკოლას PH international–გან გადაეცა 5 000 ლარის ტექნიკა, დაფინანსებულ იქნა ექსკურსია ,,ზედაზენისა" და ,,ნატახტარის" ქარხნებში პროექტს ,,ქართული ბიზნესი დღეს და ხვალ "http://qartulibiznesi.wordpress.com/2014/02/01/125/ ფარგლებში. ვფიქრობთ ეს უაღრესად დიდი მნიშვნელობის ფაქტი იყო მოსწავლეების და პროექტებში ჩართული პიროვნებების  შრომის დაფასების თვალსაზრისით.თითოეულ მოსწავლეს და იმ მშობლებს (ცირა რთველიაშვილს, ნინული წითაძეს, ეკა მჟავანაძეს, ჟანა ბანძალაძეს), რომლებიც მაქსიმალურად იყვნენ ჩართულები პროექტების განხორციელებისას, გადაეცათ სიგელები.
    უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ კლუბის წევრები მაქსიმალურად გამოირჩევიან ყურადღებით საზოგადოებრივი საქმის მიმართ, ვფიქრობ ისინი დღეს საფუძველს უყრიან აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებას, რომლის გარეშეც ქვეყნის წინსვლა წარმოუდგენელია. აქვე მადლობას ვუხდით იმ პედაგოგებს, რომლებიც მაქსიმალურად გამოირჩეოდნენ თანამშრომლობითი უნარ–ჩვევებით. იმედია ერთად მივაღწევთ მიზანს, რაც ქვეყნის წარმატებაში უნდა აისახოს მომავალში.

                                                                                  ნათია კალანდაძე









სიგელები გადაეცა:

კლუბის ლიდერს: გიორგი მამასახლისს

სკოლის საპროექტოს ჯგუფის ხელმძღვანელებს სამოქალაქო კლუბში:

ნიკა ახვლედიანს და საბა ფარჯანაძეს

კოორდინატორებს: ქეთი თათვიძეს, ნინო ისაკაძეს

ტექნიკურ მენეჯერს: თორნიკე თათვიძეს

კლუბის წევრებს:

კოტე რეხვიაშვილს

გაგა დევიძეს

ანა კორძაძეს

თამარ სოფრომაძეს

სამანტა მარგველაშვილს

ელგუჯა სოფრომაძეს

ქეთი ძიძიშვილს

გიორგი კოსტავას

მეგი გაბუნიას

ანა სამხარაძეს

Monday, March 3, 2014


http://15skola.wordpress.com/

,,აქტიური სამოქალაქო საზოგადოება ჩვენი მომავალია!" 2012 წ.

პროექტის მიზანი: სკოლაში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლება: თავისუფალი, დამოუკიდებელი პიროვნებისა და მოქალაქის აღზრდა, რომელიც კონკურენტუნარიანი და პროდუქტული იქნება სწრაფად ცვალებად სამყაროში. პროექტი ხელს შეუწყობს ბენეფიციარების გააქტიურებას აღნიშნულ პროცესში.
მოსალოდნელი შედეგი: მოსწავლეები აღიქვამენ და გაიაზრებენ იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია აქტიური და დემოკრატიული მოქალაქის ჩამოყალიბება. დაფიქრდებიან და შეიგნებენ იმას, რომ პიროვნების განვითარების აუცილებელი პირობაა ინტელექტუალური და პრაქტიკული უნარ-ჩვევების დაუფლება, ისეთი ცოდნის შეძენა, რომელიც გარდა ფაქტობრივი ინფორმაციისა, ღირებულებებისა და მოქმედების გზებს მოიცავს. პროდუქტი რომელიც იქმნება სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტების მიერ წარმოადგენს საზოგადოებრივ სიკეთეს.

აუცილებელია ზრუნვა სამოქალაქო და დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებაზე. უნდა ამაღლდეს ადამიანის  თვითშეგნება და აუცილებელია მოსწავლეებმა  გაიაზრონ, რომ სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება უკავშირდება სახელმწიფოს გაძლიერებას და არა პირიქით მის დასუსტებას. პოსტკომუნისტურ ეპოქაში ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა ღირებულებათა ახალი, თანამედროვე სისტემა. ქართული კულტურის ,,ქცევითი სივრცე აწყმოზეა ორიენტირებული და მისთვის უცხოა შორს, მომავალზე გათვლილი სტრატეგია.საზოგადოების ყველა ფენაში აშკარად იგრძნობა მოქალაქეობრივი შეგნების დეფიციტი. მოსწავლეები და თემის წევრები ინდიფერენტულები არიან საზოგადოებრივი მოვლენების მიმართ, ისინი მაშინ ერთვებიან ამა თუ იმ საკითხის განხილვაში როცა ეს მათ ეხებათ. ბოლომდე არ აქვთ გათავისებული პასუხისმგებლობის გრძნობა, უჭირთ იმის აღქმა რომ თითოეული მათი ნაბიჯი განსაზღვრავს ქვეყნის მომავალს







ბავშვათა დაცვის დღე...2011 წ.

კლუბმა აღნიშნა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე...






 



   



მაკა ჩინიჯიშვილის ტრენინგი მედია საშუალებებზე...












 2011 წელს დაფინანსდა მცირე გრანტის ფარგლებში პროექტი ,,ინფორმირებულობა წინსვლაა".

  პროექტი დაიწყო 2011 წლის 5 მაისს და დასრულდა 15 ივნისს. მონაწილეობას ღებულობდა 30 მოსწავლე. სარგებელი მიიღო სკოლის მოსწავლეებმა.
პროექტი შედგებოდა შემდეგი ეტაპებისაგან:
1. საპროექტო ჯგუფის მომზადება
2.რადიოკვანძისთვის ტექნიკის შეძენა
3. რადიოკვანძის დამონტჟება და ინვენტარით აღჭურვა
4. ავტომატური ზარის დაპროგრამება
5.სოციალური მედიის ტრენინგი საპროექტო ჯგუფისათვის
6. ლიფლეტის მომზადება პროექტის შესახებ
7. პროექტის პრეზენტაცია
8.საპროექტო ჯგუფის შეხვედრები
9.საინფორმაციო რადიოგადაცემის მომზადება
10.პრობლემების კვლევა და ანალიზი
11. დისკუსიების, მრგვალი მაგიდის მოწყობა და ჩაწერა რადიოეთერისთვის
12. შემეცნებით–გასართობი მუსიკალური გადაცემების მომზადება
13.ანგარიშების მომზადება, ფოტოების გადაღება
14.ლიფლეტების გამოშვება პროექტის დასასრულს
15.ფოტოგამოფენის მოწყობა
16.პროექტის დახურვა–პროექტის საბოლოო ანგარიში.


პროექტი წარმატებით განხორციელდა, მისი მდგრადობა კი ის არის, რომ დღეს კვლავ მუშაობს სკოლაში რადიოკვანძი და ზრუნავს მოსწავლეების განწყობაზე.