Pages

Monday, March 3, 2014

,,აქტიური სამოქალაქო საზოგადოება ჩვენი მომავალია!" 2012 წ.

პროექტის მიზანი: სკოლაში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლება: თავისუფალი, დამოუკიდებელი პიროვნებისა და მოქალაქის აღზრდა, რომელიც კონკურენტუნარიანი და პროდუქტული იქნება სწრაფად ცვალებად სამყაროში. პროექტი ხელს შეუწყობს ბენეფიციარების გააქტიურებას აღნიშნულ პროცესში.
მოსალოდნელი შედეგი: მოსწავლეები აღიქვამენ და გაიაზრებენ იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია აქტიური და დემოკრატიული მოქალაქის ჩამოყალიბება. დაფიქრდებიან და შეიგნებენ იმას, რომ პიროვნების განვითარების აუცილებელი პირობაა ინტელექტუალური და პრაქტიკული უნარ-ჩვევების დაუფლება, ისეთი ცოდნის შეძენა, რომელიც გარდა ფაქტობრივი ინფორმაციისა, ღირებულებებისა და მოქმედების გზებს მოიცავს. პროდუქტი რომელიც იქმნება სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტების მიერ წარმოადგენს საზოგადოებრივ სიკეთეს.

აუცილებელია ზრუნვა სამოქალაქო და დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებაზე. უნდა ამაღლდეს ადამიანის  თვითშეგნება და აუცილებელია მოსწავლეებმა  გაიაზრონ, რომ სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება უკავშირდება სახელმწიფოს გაძლიერებას და არა პირიქით მის დასუსტებას. პოსტკომუნისტურ ეპოქაში ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა ღირებულებათა ახალი, თანამედროვე სისტემა. ქართული კულტურის ,,ქცევითი სივრცე აწყმოზეა ორიენტირებული და მისთვის უცხოა შორს, მომავალზე გათვლილი სტრატეგია.საზოგადოების ყველა ფენაში აშკარად იგრძნობა მოქალაქეობრივი შეგნების დეფიციტი. მოსწავლეები და თემის წევრები ინდიფერენტულები არიან საზოგადოებრივი მოვლენების მიმართ, ისინი მაშინ ერთვებიან ამა თუ იმ საკითხის განხილვაში როცა ეს მათ ეხებათ. ბოლომდე არ აქვთ გათავისებული პასუხისმგებლობის გრძნობა, უჭირთ იმის აღქმა რომ თითოეული მათი ნაბიჯი განსაზღვრავს ქვეყნის მომავალს







No comments:

Post a Comment