Pages
Wednesday, March 5, 2014
Monday, March 3, 2014
,,აქტიური სამოქალაქო საზოგადოება ჩვენი მომავალია!" 2012 წ.
პროექტის მიზანი: სკოლაში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება, მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლება: თავისუფალი, დამოუკიდებელი პიროვნებისა და მოქალაქის აღზრდა, რომელიც კონკურენტუნარიანი და პროდუქტული იქნება სწრაფად ცვალებად სამყაროში. პროექტი ხელს შეუწყობს ბენეფიციარების გააქტიურებას აღნიშნულ პროცესში.
მოსალოდნელი შედეგი: მოსწავლეები აღიქვამენ და გაიაზრებენ იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია აქტიური და დემოკრატიული მოქალაქის ჩამოყალიბება. დაფიქრდებიან და შეიგნებენ იმას, რომ პიროვნების განვითარების აუცილებელი პირობაა ინტელექტუალური და პრაქტიკული უნარ-ჩვევების დაუფლება, ისეთი ცოდნის შეძენა, რომელიც გარდა ფაქტობრივი ინფორმაციისა, ღირებულებებისა და მოქმედების გზებს მოიცავს. პროდუქტი, რომელიც იქმნება სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტების მიერ წარმოადგენს საზოგადოებრივ სიკეთეს.
აუცილებელია ზრუნვა სამოქალაქო და დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებაზე. უნდა ამაღლდეს ადამიანის თვითშეგნება და აუცილებელია მოსწავლეებმა გაიაზრონ, რომ სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება უკავშირდება სახელმწიფოს გაძლიერებას და არა პირიქით მის დასუსტებას. პოსტკომუნისტურ ეპოქაში ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა ღირებულებათა ახალი, თანამედროვე სისტემა. ქართული კულტურის ,,ქცევითი სივრცე” აწყმოზეა ორიენტირებული და მისთვის უცხოა შორს, მომავალზე გათვლილი სტრატეგია.საზოგადოების ყველა ფენაში აშკარად იგრძნობა მოქალაქეობრივი შეგნების დეფიციტი. მოსწავლეები და თემის წევრები ინდიფერენტულები არიან საზოგადოებრივი მოვლენების მიმართ, ისინი მაშინ ერთვებიან ამა თუ იმ საკითხის განხილვაში როცა ეს მათ ეხებათ. ბოლომდე არ აქვთ გათავისებული პასუხისმგებლობის გრძნობა, უჭირთ იმის აღქმა რომ თითოეული მათი ნაბიჯი განსაზღვრავს ქვეყნის მომავალს.
2011
წელს დაფინანსდა მცირე გრანტის ფარგლებში პროექტი ,,ინფორმირებულობა
წინსვლაა".
პროექტი დაიწყო 2011 წლის
5 მაისს და დასრულდა 15 ივნისს. მონაწილეობას ღებულობდა 30 მოსწავლე. სარგებელი
მიიღო სკოლის მოსწავლეებმა.
პროექტი შედგებოდა შემდეგი ეტაპებისაგან:
1. საპროექტო ჯგუფის მომზადება
2.რადიოკვანძისთვის ტექნიკის შეძენა
3. რადიოკვანძის დამონტჟება და ინვენტარით
აღჭურვა
4. ავტომატური ზარის დაპროგრამება
5.სოციალური მედიის ტრენინგი საპროექტო
ჯგუფისათვის
6. ლიფლეტის მომზადება პროექტის შესახებ
7. პროექტის პრეზენტაცია
8.საპროექტო ჯგუფის შეხვედრები
9.საინფორმაციო რადიოგადაცემის მომზადება
10.პრობლემების კვლევა და ანალიზი
11. დისკუსიების, მრგვალი მაგიდის მოწყობა და
ჩაწერა რადიოეთერისთვის
12. შემეცნებით–გასართობი მუსიკალური
გადაცემების მომზადება
13.ანგარიშების მომზადება, ფოტოების გადაღება
14.ლიფლეტების გამოშვება პროექტის დასასრულს
15.ფოტოგამოფენის მოწყობა
16.პროექტის დახურვა–პროექტის საბოლოო ანგარიში.
პროექტი წარმატებით განხორციელდა, მისი
მდგრადობა კი ის არის, რომ დღეს კვლავ მუშაობს სკოლაში რადიოკვანძი და ზრუნავს
მოსწავლეების განწყობაზე.
Subscribe to:
Posts (Atom)