Pages

Wednesday, April 8, 2015

7 აპრილი- ჯანმრთელობის მსოფლიო დღე

                                                     
 ქ.ქუთაისის N15 საჯარო სკოლის სამოქლაქო კლუბში ჩატარდა ტრენინგი რომელიც ეხებოდა: ჯანმრთელობის მსოფლიო     დღეს. 


პრეზენტაცია წარმოადგინა კლუბის წევრმა ქეთი თათვიძემ, მან ისაუბრა იმაზე, რომ  ყოველწლიურად, 7 აპრილს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ირჩევს პრიორიტეტულ სფეროს, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემებიდან, როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო დღის თემას.


   წარმოდგენილი საკითხი ერთ-ერთი პრიორიტეტული პრობლემაა დღევანდელ სამყაროში. ზოგადად, სურსათის უვნებლობა განაპირობებს ადამიანის ჯანმრთელობას. ეს თემა მნიშვნელოვანია პლანეტის ყველა მცხოვრებისათვის, სამოქალაქო საზოგადოების, მთავრობების, კერძო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის. სურსათის უვნებლობა, სასურსათო უსაფრთხოების მნიშვნელოვანი სფეროა, და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის იმ ქმედებებს მოიცავს, რომელიც დაიცავს მომხმარებლებს სურსათით მოწამვლის და სურსათით გადაცემადი დაავადებებისაგან. 









არაჯანსაღმა საკვებმა შესაძლებელია, გამოიწვიოს მწვავე ან/და ქრონიკული დაავადებები, როგორიცაა: დიარეა, ვირუსული დაავადებები და სხვა.
  უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ მოსწავლეებისაკმაოდ  აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში და დიდი ინტერესი  გამოხატეს თემასთან დაკავშირებით.  ვფიქრობ, დამსწრე საზოგადოება კიდევ უფრო ჩაუღრმავდება აღნიშნულ პრობლემას.
     

ფილმი: ,,ცრურწმენა და სიამაყე"

2015 წლის 6 აპრილს .ქუთაისის  N 15 საჯარო სკოლის სამოქალქო კლუბში გაიმართა ფილმის ჩვენება, რომლის სახელწოდებაასიამაყე და ცრურწმენა“.

სიამაყე და ცრურწმენა არის ინგლისელი მწერლის, ჯეინ ოსტინის რომანი. პირველად გამოიცა 1813 წლის 28 იანვარს. ეს იყო ავტორის მეორე რომანი, რომელიც გამოქვეყნდა. მანუსკრიპტი 1796  1797 წლებში დაიწერა სტივენტონში, ჰემპშირში, სადაც ჯეინი ცხოვრობდა მრევლის მღვდლის სახლში


თავდაპირველად რომანს ერქვა "პირველი შთაბეჭდილებები", მაგრამ არასოდეს გამოქვეყნებულა ამ სათაურით, შემდგომ შესწორებულ გამოცემებში კი გადაექვა სახელი და საბოლოოდ გახდა "სიამაყე და ცრურწმენა".ფილმის შესახებ: 


მოქმედება ვითარდება ვიქტორიანდელ ინგლისში. ხუთი დის გაწონასწორებული ცხოვრება გადატრიალდება, როდესაც სამეზობლოდ ორი ახალგაზრდა ჯენტელმენი დასახლდებამისტერ ბინგლი და მისტერდარსი


  აღნიშნული  ფილმი,  ეხება  მე-18 საუკუნეში მცხოვებ ქალთა მდგომარებოას: როდესაც მათი უფლებები იყო დარღვეული; მათ არ შეეძლოთ თავისუფლად აერჩიათ  თავიანთი მომავალი ცხოვრება,  ქალები და ზოგადა მათი მშობლები დახარბებულნი იყვნენ  სიმდიდრეზე, მათთვის მხოლოდ ეს იყო მთავარი. მოსწავლეებმა იმსჯელეს საკითხთან დაკავშირებით, უნდა ავღნიშნოთ, რომ დამსწრე საზოგადოებისთვის  საინტერესო აღმოჩნდა მოცემული ფილმი.







Tuesday, April 7, 2015

ტრენინგი+ აქცია ,,აუტიზმი"



2015 წლის 2 აპრილს, ქ.ქუთაისის N15 საჯარო სკოლაში  ჩატარდა ტრენინგი თემაზე ,, აუტიზმი “ , რომელიც ჩაატარა 10ა კლასის მოსწავლემ:ნიკა ახვლედიანმა.



აუტიზმი ტვინის ფუნქციონირების განვითარების დარღვევა, რომელიც მნიშვნელოვნად ზემოქმედებს და ხელს უშლის ბავშვის: ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის დამყარების, სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და გონებრივი განვითარების პროცესებს.  ბავშვი ვერ ახერხებს სწორად აღიქვას ის რაც: ესმის, ხედავს ან შეიგრძნობს, შესაბამისად მას უვითარდება წარმოსახვის პრობლემები და უჩვეულო, მკაცრად შეზღუდული მოქმედებები და ინტერესები.





პირველად აუტიზმი 1943 წელს აღწერეს და გამოყოფდნენ შემდეგ ნიშნებს:სოციალური ურთიერთობის დამყარების უუნარობა კომუნიკაციის მიზნით მეტყველების გამოყენების შეუძლებლობა ცვლილებებისადმი ძლიერი რეზისტენტობა საგნებით გატაცება ამ მახასიათებლების გამომჟღავნება 30 თვის ასაკამდე აუტიზმის სიმპტომები, ჩვეულებრივ თავს იჩენს ბავშვის ცხოვრების პირველი სამი წლის განმავლობაში და თან სდევს მთელი ცხოვრების მანძილზე.

აუტიზმის მქონე ადამიანები ამბობენ, რომ სამყარო მათთვის ხალხის, ადგილებისა და მოვლენების გროვაა, რომლის აღსაქმელადაც იბრძვიან და რამაც შეიძლება დიდად ააღელვოს ისინი.

რეალობა აუტიზმზე _ უამრავი მშობელი  და ასობით კვლევა დაგვიდასტურებს განსხვავებულ მოსაზრებას აუტიზმის მქონე ადამიანების დასწავლის უნარის შესახებ.

1950 წლამდე არსებობდა მოსაზრება მშობლების ,,დანაშაულისშესახებ, თითქოს მათ სიყვარულს და ზრუნვას მოკლებულ ბავშვებს უვითარდებოდათ აუტიზმი. რეალურად კი აუტიზმი ნეიროგანვითარებითი დარღვევაა და არ არის დამოკიდებული მშობლის ქცევაზე.



თანატოლთა განათლება, გონის კერძო სკოლა, აზარტული თამაშები.

2015 წლის 30 მარტს, ქ.ქუთაისის N15 საჯარო სკოლის 9 კლასის მოსწავლეები :თაზო თამაზაშვილი, ნინო ისაკაძე, ლიკა ჩხენკელი, ლაშა მინდელი და ისტორიის პედაგოგი, პროექტ ,, წიგნი სიყვარულია“_ს დამაარსებელი და სამოქალაქო კლუბის მეურვე ნათია კალანდაძე ვიყავით წასული გონის კერძო სკოლაში, სადაც თაზო თამაზაშვილიმა და ლაშა მინდელმა ჩაატარეს ტრენინგი თემაზე ,,აზარტული თამაშები“ პროექტის ფარგლებში ჯანსაღი ცხოვრების წესი.


გემბლინგი - აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება -  21 საუკუნის ერთ-ერთი სენია, რომელიც თავისი მასშტაბითა და საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების დონით ნარკომანიას არაფრით ჩამოუვარდება. გემბლინგს  ნარკომანიის კლასიკური გამოვლინებები ახასიათებს - კერძოდ ფიზიკური და ფსიქოლოგიური დამოკიდებულება, რაც აზარტული თამაშების მიმართ ავადმყოფურ ლტოლვას იწვევს


აზარტულ თამაშზე დამოკიდებულებას ბევრი უბედურება მოაქვს, მათ შორის ქონების დაკარგვა, ოჯახის დანგრევა, სუიციდo.ტრენინგის დასასრულს  დავარიგეთ იუსტიციის სახლის ასევე განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ გამოცხადებული სცენარი, რომელზეც იმუშავა ჩვენი სკოლის 9 კალსის მოსწავლემ თაზო თამზაშვილმა, სცენარის სახელწოდებაა: ალუბლის ყვავილობა-ეს სცენარი ეხება აზარტულ თამაშებს და თამაშით გამოწვეულ შედეგებს.




თანატოლთა განათლება, სტუმრად N23 საჯარო სკოლაში, აზარტული თამაშები

2015 წლის 30 მარტს, ქ.ქუთაისის N15 საჯარო სკოლის 9 კლასის მოსწავლეები :თაზო თამაზაშვილი, ნინო ისაკაძე, ლიკა ჩხენკელი, ლაშა მინდელი და ისტორიის პედაგოგი, პროექტ ,, წიგნი სიყვარულია“_ს დამაარსებელი და სამოქალაქო კლუბის მეურვე ნათია კალანდაძე ვიყავით წასული N23 სკოლაში, სადაც თაზო თამაზაშვილიმა და ლაშა მინდელმა ჩაატარეს ტრენინგი თემაზე ,,აზარტული თამაშები“ პროექტის ფარგლებში ჯანსაღი ცხოვრების წესი .


დღევანდელ საქართველოში ახალგაზრდობა ( ძირითადად მამრობითი სქესის წარმომადგენლები) აქტიურად არიან ჩამბულნი აზართულ თამაშებში, რულეტკა, პოკერები და სხვა მრავალი მათგანი, ხშირად ხდება სხვადასხვა პრობლემის სათავე. 
როგორც წესი თამაში უბრალოდ გართობის მიზნით იწყება, თუმცა მალევე ნარკოტიკივით ხდება, რაც უფრო მეტს თამაშობ, მით უფრო გიჭირს მისთვ
ის თავის დანებება. 
 აზარტულ თამაშებს, საქართველოში არც თუ ისე მცირე ხნის ისტორია გააჩნია. როგორც ცნობილია, მისით გატაცებული ყოფილა ქართული მწერლობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი-აკაკი წერეთელი


სხვადასხვა წყაროებიდან ვარკვევთ, რომ 19- საუკუნეში საქართველოშიც იყო გარკვეული ტიპის სათამაშო დაწესებულება, რომელსაც ხშირად სტუმრობდნენ ქართული ელიტის წარმომადგენლებისაბჭოთა კავშირის დროს, მის შემავალ ქვეყნებში აიკრძალა აზარტული თამაშები, მხოლოდ ლატარეა იყო დაშვებული. აკრძალვა საქართველოზეც გავრცელდა. 1992 წლიდან ჩვენს ქვეყანაში იყო მცდელობა აზარტული თამაშების კანონით რეგულირებისა, რომელიც ფინანსთა სამინისტროს პრეროგატივა გახდა.


 მოსწავლლებიდან მოდიოდა საკმაოდ საინტერესო მოსაზრებები, სურვილები და კითხვები, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია. ტრენინგის დასასრულს  დავარიგეთ იუსტიციის სახლის ასევე განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ გამოცხადებული სცენარი, რომელზეც იმუშავა ჩვენი სკოლის 9 კალსის მოსწავლემ თაზო თამზაშვილმა, სცენარის სახელწოდებაა: ალუბლის ყვავილობა-ეს სცენარი ეხება აზარტულ თამაშებს და თამაშით გამოწვეულ შედეგებს.