Pages

Wednesday, April 8, 2015

7 აპრილი- ჯანმრთელობის მსოფლიო დღე

                                                     
 ქ.ქუთაისის N15 საჯარო სკოლის სამოქლაქო კლუბში ჩატარდა ტრენინგი რომელიც ეხებოდა: ჯანმრთელობის მსოფლიო     დღეს. 


პრეზენტაცია წარმოადგინა კლუბის წევრმა ქეთი თათვიძემ, მან ისაუბრა იმაზე, რომ  ყოველწლიურად, 7 აპრილს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ირჩევს პრიორიტეტულ სფეროს, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემებიდან, როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო დღის თემას.


   წარმოდგენილი საკითხი ერთ-ერთი პრიორიტეტული პრობლემაა დღევანდელ სამყაროში. ზოგადად, სურსათის უვნებლობა განაპირობებს ადამიანის ჯანმრთელობას. ეს თემა მნიშვნელოვანია პლანეტის ყველა მცხოვრებისათვის, სამოქალაქო საზოგადოების, მთავრობების, კერძო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის. სურსათის უვნებლობა, სასურსათო უსაფრთხოების მნიშვნელოვანი სფეროა, და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის იმ ქმედებებს მოიცავს, რომელიც დაიცავს მომხმარებლებს სურსათით მოწამვლის და სურსათით გადაცემადი დაავადებებისაგან. 









არაჯანსაღმა საკვებმა შესაძლებელია, გამოიწვიოს მწვავე ან/და ქრონიკული დაავადებები, როგორიცაა: დიარეა, ვირუსული დაავადებები და სხვა.
  უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ მოსწავლეებისაკმაოდ  აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში და დიდი ინტერესი  გამოხატეს თემასთან დაკავშირებით.  ვფიქრობ, დამსწრე საზოგადოება კიდევ უფრო ჩაუღრმავდება აღნიშნულ პრობლემას.
     

No comments:

Post a Comment