2015 წლის 2 აპრილს,
ქ.ქუთაისის N15 საჯარო სკოლაში ჩატარდა
ტრენინგი თემაზე ,, აუტიზმი “ , რომელიც ჩაატარა 10ა კლასის მოსწავლემ:ნიკა
ახვლედიანმა.
აუტიზმი ტვინის ფუნქციონირების განვითარების დარღვევა, რომელიც მნიშვნელოვნად ზემოქმედებს და ხელს უშლის ბავშვის: ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის დამყარების, სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და გონებრივი განვითარების პროცესებს. ბავშვი ვერ ახერხებს სწორად აღიქვას ის რაც: ესმის, ხედავს ან შეიგრძნობს, შესაბამისად მას უვითარდება წარმოსახვის პრობლემები და უჩვეულო, მკაცრად შეზღუდული მოქმედებები და ინტერესები.
პირველად აუტიზმი 1943 წელს აღწერეს და გამოყოფდნენ შემდეგ ნიშნებს:სოციალური ურთიერთობის დამყარების უუნარობა კომუნიკაციის მიზნით მეტყველების გამოყენების შეუძლებლობა ცვლილებებისადმი ძლიერი რეზისტენტობა საგნებით გატაცება ამ მახასიათებლების გამომჟღავნება
30 თვის ასაკამდე აუტიზმის სიმპტომები, ჩვეულებრივ თავს იჩენს ბავშვის ცხოვრების პირველი სამი წლის განმავლობაში და თან სდევს მთელი ცხოვრების მანძილზე.
აუტიზმის მქონე ადამიანები ამბობენ, რომ სამყარო მათთვის ხალხის, ადგილებისა და მოვლენების გროვაა, რომლის აღსაქმელადაც იბრძვიან და რამაც შეიძლება დიდად ააღელვოს ისინი.
რეალობა აუტიზმზე _ უამრავი მშობელი და ასობით კვლევა დაგვიდასტურებს განსხვავებულ მოსაზრებას აუტიზმის მქონე ადამიანების დასწავლის უნარის შესახებ.
1950 წლამდე არსებობდა მოსაზრება მშობლების ,,დანაშაულის” შესახებ, თითქოს მათ სიყვარულს და ზრუნვას მოკლებულ ბავშვებს უვითარდებოდათ აუტიზმი. რეალურად კი აუტიზმი ნეიროგანვითარებითი დარღვევაა და არ არის დამოკიდებული მშობლის ქცევაზე.
No comments:
Post a Comment