Pages

Tuesday, April 7, 2015

თანატოლთა განათლება, გონის კერძო სკოლა, აზარტული თამაშები.

2015 წლის 30 მარტს, ქ.ქუთაისის N15 საჯარო სკოლის 9 კლასის მოსწავლეები :თაზო თამაზაშვილი, ნინო ისაკაძე, ლიკა ჩხენკელი, ლაშა მინდელი და ისტორიის პედაგოგი, პროექტ ,, წიგნი სიყვარულია“_ს დამაარსებელი და სამოქალაქო კლუბის მეურვე ნათია კალანდაძე ვიყავით წასული გონის კერძო სკოლაში, სადაც თაზო თამაზაშვილიმა და ლაშა მინდელმა ჩაატარეს ტრენინგი თემაზე ,,აზარტული თამაშები“ პროექტის ფარგლებში ჯანსაღი ცხოვრების წესი.


გემბლინგი - აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება -  21 საუკუნის ერთ-ერთი სენია, რომელიც თავისი მასშტაბითა და საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების დონით ნარკომანიას არაფრით ჩამოუვარდება. გემბლინგს  ნარკომანიის კლასიკური გამოვლინებები ახასიათებს - კერძოდ ფიზიკური და ფსიქოლოგიური დამოკიდებულება, რაც აზარტული თამაშების მიმართ ავადმყოფურ ლტოლვას იწვევს


აზარტულ თამაშზე დამოკიდებულებას ბევრი უბედურება მოაქვს, მათ შორის ქონების დაკარგვა, ოჯახის დანგრევა, სუიციდo.ტრენინგის დასასრულს  დავარიგეთ იუსტიციის სახლის ასევე განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ გამოცხადებული სცენარი, რომელზეც იმუშავა ჩვენი სკოლის 9 კალსის მოსწავლემ თაზო თამზაშვილმა, სცენარის სახელწოდებაა: ალუბლის ყვავილობა-ეს სცენარი ეხება აზარტულ თამაშებს და თამაშით გამოწვეულ შედეგებს.




No comments:

Post a Comment