Pages

Tuesday, April 7, 2015

თანატოლთა განათლება, სტუმრად N23 საჯარო სკოლაში, აზარტული თამაშები

2015 წლის 30 მარტს, ქ.ქუთაისის N15 საჯარო სკოლის 9 კლასის მოსწავლეები :თაზო თამაზაშვილი, ნინო ისაკაძე, ლიკა ჩხენკელი, ლაშა მინდელი და ისტორიის პედაგოგი, პროექტ ,, წიგნი სიყვარულია“_ს დამაარსებელი და სამოქალაქო კლუბის მეურვე ნათია კალანდაძე ვიყავით წასული N23 სკოლაში, სადაც თაზო თამაზაშვილიმა და ლაშა მინდელმა ჩაატარეს ტრენინგი თემაზე ,,აზარტული თამაშები“ პროექტის ფარგლებში ჯანსაღი ცხოვრების წესი .


დღევანდელ საქართველოში ახალგაზრდობა ( ძირითადად მამრობითი სქესის წარმომადგენლები) აქტიურად არიან ჩამბულნი აზართულ თამაშებში, რულეტკა, პოკერები და სხვა მრავალი მათგანი, ხშირად ხდება სხვადასხვა პრობლემის სათავე. 
როგორც წესი თამაში უბრალოდ გართობის მიზნით იწყება, თუმცა მალევე ნარკოტიკივით ხდება, რაც უფრო მეტს თამაშობ, მით უფრო გიჭირს მისთვ
ის თავის დანებება. 
 აზარტულ თამაშებს, საქართველოში არც თუ ისე მცირე ხნის ისტორია გააჩნია. როგორც ცნობილია, მისით გატაცებული ყოფილა ქართული მწერლობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი-აკაკი წერეთელი


სხვადასხვა წყაროებიდან ვარკვევთ, რომ 19- საუკუნეში საქართველოშიც იყო გარკვეული ტიპის სათამაშო დაწესებულება, რომელსაც ხშირად სტუმრობდნენ ქართული ელიტის წარმომადგენლებისაბჭოთა კავშირის დროს, მის შემავალ ქვეყნებში აიკრძალა აზარტული თამაშები, მხოლოდ ლატარეა იყო დაშვებული. აკრძალვა საქართველოზეც გავრცელდა. 1992 წლიდან ჩვენს ქვეყანაში იყო მცდელობა აზარტული თამაშების კანონით რეგულირებისა, რომელიც ფინანსთა სამინისტროს პრეროგატივა გახდა.


 მოსწავლლებიდან მოდიოდა საკმაოდ საინტერესო მოსაზრებები, სურვილები და კითხვები, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია. ტრენინგის დასასრულს  დავარიგეთ იუსტიციის სახლის ასევე განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ გამოცხადებული სცენარი, რომელზეც იმუშავა ჩვენი სკოლის 9 კალსის მოსწავლემ თაზო თამზაშვილმა, სცენარის სახელწოდებაა: ალუბლის ყვავილობა-ეს სცენარი ეხება აზარტულ თამაშებს და თამაშით გამოწვეულ შედეგებს.





No comments:

Post a Comment