Pages

Tuesday, April 7, 2015

,,ჯანსაღი ცხოვრების წესი" აზარტული თამაშები


2015 წლის 23 მარტს, . ქუთაისის N15 საჯარო სკოლაში  9 კლასის მოსწავლეებმა : თაზო თამაზაშვილმა და ლაშა მინდელმა ჩაატარეს ტრენინგი თემაზე ,, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება " .





მას შემდეგ, რაც სათამაშო ბიზნესი იატაკქვეშეთიდან გამოვიდა და ლეგალური არსებობის უფლება მოიპოვა, მომრავლდა კაზინოები და სლოტკლუბები და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება გლობალურ სოციალურ პრობლემად იქცა. დაავადებათა კოდირების საერთაშორისო სისტემაში ამ პათოლოგიას საკუთარი ნომერი - F 63.0 მიენიჭა.




დიდი ფულის მოგების სურვილი აზარტული თამაშებისკენ ბევრს უბიძგებს, აქედან კი დამოკიდებულებამდე ერთი  სადღეისოდ მთელ მსოფლიოში უკვე 5%- უტოლდება იმ ადამიანების რიცხვი, რომელთა ცხოვრებაც კაზინოსა და სათამაშო ავტომატებზეა აზარტული თამაშებისადმი ავადმყოფური ლტოლვა, მართალია, მამაკაცებში უფრო ხშირია, მაგრამ ქალებში გაცილებით მძიმედ მიმდინარეობს.


სუსტი სქესი ამ ქსელში სამჯერ უფრო სწრაფად ებმება და ფსიქოთერაპიასაც გაცილებით ძნელად ემორჩილება. მამაკაცებისგან განსხვავებით, ქალები ლუდომანები ზრდასრულ ასაკში ხდებიან.





 ამ ტრენინგმა, როგორც სხვა ყველა დანარჩენმა საინტერესოდ ჩაიარა, ბავშვებმა კიდევ ერთხელ გაანალიზეს ის თუ რა არის  აზარტული თამაშების  ცუდი მხარეები, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მოსწავლეების დიდი ნაწილი საბედნიეროდ არ არის მომხრე მსგავსი გართობის.  

No comments:

Post a Comment