2015 წლის 11 თებერვალს, ქ. ქუთაისის N15 საჯარო სკოლის
საპროექტო ჯგუფის ლიდერმა ნიკა ახვლედიანმა, ჩაატარა ტრენინგი პროექტის ფარგლებში
„ჯანსაღი ცხოვრების წესი“, რომელიც ხორციელდება სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა
გადამზადების პროგრამის მიერ.
ტრენინგს ესწრებოდნენ სამოქალაქო კლუბის და თვითმმართველობის
წევრები. მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო პროექტის მნიშვნელოვანი დეტალები. პროექტის
სახელწოდება: ტუბერკულიოზი.
პირველ რიგში ბავშვებმა გაიარეს რეგისტრაცია,
შემდეგ განიხილეს აღნიშნული თემა და გაიგეს თუ რა არის ტუბერკულიოზი და როგორ შეიძლება
მასთან ბრძოლა. გაიგეს რა პირობებში არის ტუბერკულიოზით ინფიცირების და დაავადების
ყველაზე დიდი რისკი.
ასევე გაიგეს, რომ ადამიანი ნებისმიერი ორგანოს ტუბერკულიოზით
შეიძლება დაავადდეს. დამსწრე საზოგადოება გაეცნო თუ რა არის ტუბერკულიოზის სიმპტომები
და ამ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში აუცილებელი რომ არის შესაბამის ორგანოზე
მიმართვა.
ტრენინგის მიმდინარეობისას ბავშვებმა გამოხატეს
საკუთარი მოსაზრება ტუბერკულიოზთან დაკავშირებით.
No comments:
Post a Comment